ფრენკ ბლეკმა ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა

ფრენკ ბლეკმა ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა

გამოცემა “The Guardian”-ის ინფორმაციით, ამერიკული ჯგუფი “Pixies”-ის ლიდერმა ფრენკ ბლეკმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა. მისი სახელწოდებაა “The Bureau”.

 

მუსიკოსს სტუდიის ჩამოყალიბების იდეა ბოლო ორი წლის განმავლობაში აწუხებდა.

 

“The Bureau” გამოუშვებს ფრენკ ბლეკის ახალ ჩანაწერებს, ასევე სხვა მუსიკოს-შემსრულებლების ნამუშევრებს. უკვე ცნობილია, რომ სტუდია უახლოეს დღეებში მომღერალ ჯერემი დაბსის ახალ ალბომს ჩაწერს.

 

ამერიკული ალტერნატიული როკ ჯგუფი “Pixies” 1986 წელს ქალაქ ბოსტონში ჩამოყალიბდა. 1993 წელს ის დაიშალა, მაგრამ 2004 წელს მუსიკოსებმა ერთად თანამშრომლობა კვლავ გააგრძელეს. მის შემადგენლობაში შედიან ფრენკ ბლეკი, კიმ დილი, დეივ ლოვერინგი და ჯოუი სანტიაგო.

 

მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს 5 სტუდიური ალბომი და 6 კრებული აქვს გამოცემული. პირველი ჩანაწერი “Come On Piligrim” 1987 წელს გამოუშვეს, ბოლო “Trompe Le Monde” 1991 წელს გამოვიდა.

 

ჯგუფს პოპულარობა სინგლებმა “Monkey Gone To Heaven”, "Caribou" და “Where Is My Mind” მოუტანა.

 

საინტერესოა რომ თავის დროზე ჯგუფების “Radiohead”-ისა და “Nirvana”-ს წევრები ამტკიცებდნენ, რომ მათ შემოქმედებაზე “Pixies”-მა გადამწყვეტი გავლენა იქონია.