ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის ტერიტორია დაათვალიერა

ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის ტერიტორია დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის გამზირზე ესკორტით ჩაიარა და აქციის ტერიტორია დაათვალიერა, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისათვის მინისტრის ესკორტი ტერიტორიაზე აღარ იმყოფება.

"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან 16:00 საათზე დაიწყება.