რუსთაველის აქციაზე ერთ-ერთ ჯგუფს თენგიზ გუნავა მიუძღვება

რუსთაველის აქციაზე ერთ-ერთ ჯგუფს თენგიზ გუნავა მიუძღვება

პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან იკრიბებიან. მათ შორის ფოთიდან, ქუთაისიდან და გურიიდან. მათ წინ თენგიზ გუნავა მიუძღვება.
როგორც თენგიზ გუნავა აცხადებს, დღეს პოლიციის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა და მათ თავისუფლად შეძლეს გამომგზავრება.

"დღევანდელ დღეს ჩვენ პოლიციის მხრიდან შეფერეხება არ გვქონია, თუმცა წინა დღეებში იყო დაშინება და ზეწოლა, რის გამოც, რამდენიმე მანქანა არ წამოვიდა", - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

პარლამეტნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად სტუდენტების ერთი ჯგუფი პერფომანსის გამართვას გეგმავს. როგორც ისინი აცახდებენ, პერფომანსის სიუჟეტის მიხედვით, ასახული იქნება უკანასკენლი 30 წლის განმავლობაში საქართველო-რუსეთის მოვლენები და ის თუ როგორ მოახერხებენ ქართველები რუსების განდევნას საქართველოს ტერიტორიდან.