ზეწოლისა და ხელის შეშლის ფაქტების შესახებ

ზეწოლისა და ხელის შეშლის ფაქტების შესახებ "სამართლიანი არჩევნებისთვის" ჯერჯერობით არავის მიუმართავს

ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" რეგიონებიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მხარდამჭერების გადაადგილებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ "პირWელს" ორგანიზაციის წარმომადგენლმა ნინო რიჟამაძემ განუცხადა.

"სამართლიან არჩევნებს" თავისი წარმომადგენელი საქართველოს 73-ვე მუნიციპალიტეტში ჰყავს. ჩვენ ვაკვირდებით აქციაში მონაწილეობის მსურველთა გადაადგილებას დედაქალაქისკენ. ჯერჯერობით, ადგილობრივი ხელისუფლების ან სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლისა და გადაადგილებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ჩვენი კოორდინატორებისთვის არავის მიუმართავს", - აღნიშნა რიჟამაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და და აქციაში მონაწილეობის მსურველთა ტრანსპორტირების პროცესის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ორგანიზაციას მუნიცილიტეტებიდან 15:00 საათისთვის ექნება.