„ნაციონალების“ სცენაზე მოქალაქემ ცოცხი შეაგდო

„ნაციონალების“ სცენაზე მოქალაქემ ცოცხი შეაგდო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მცირედი ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ აქ დამონტაჟებულ სცენაზე საგანგებოდ მოტანილი ცოცხი შეაგდო.

ცოცხი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაშინვე აიღო და მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.