დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება დისკომფორტის შექმნას მიზანმიმართულად ცდილობდეს

დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება დისკომფორტის შექმნას მიზანმიმართულად ცდილობდეს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება დედაქალაქში დღეს დისკომფორტის შექმნას მიზანმიმართულად ცდილობდეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა განუცხადა, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ამ აქციის მნიშვნელობა დააკნინოს და უამრავი კითხვა გააჩინოს

"მე ნამდვილად არ ვარ საგზაო მოძრაობის წესების რეგულირების სპეციალისტი მიტინგების დროს, უბრალოდ ნიშანდობლივია, რომ მერიის განცხადებით, ზედმეტად ბევრი ქუჩა იკეთება, ბევრად ადრე და რა საჭიროა ეს ყველაფერი, ჩნდება კითხვა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ზომების კომენტირებისას.

ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებდეს, რადგან რაც შეიძლება დიდი აჟიოტაჟი და დისკომფორტი იყოს ჩვეულებრივი პოლიტიკური აქციის ირგვლივ.

"ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ამ აქციის მნიშნველობა დააკნინოს და უამრავი კითხვა გააჩინოს, პლუს - ახლა დისკოფორტი ქალაქში ასევე გამოიყენოს აქციის წინააღმდეგ განწყობების გასაზრდელად", - მიაჩნია დარჩიაშვილს.

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას 16:00 საათზე გამართავს.