აქციის მონაწილეებს გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი მიმართავენ

აქციის მონაწილეებს გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი მიმართავენ

აქციის მონაწილეებს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მიმართავენ.

გამომსვლელებს შორის, ასევე, თბილისის მერის მოადგილე სევდია უგრეხელიძე, დეპუტატები - სერგო რატიანი და გიორგი ვაშაძე, ძველი თბილისის გამგებელი ნიკოლოზ მელია, ასევე, მუხრან ბურჭულაძე და მაია სორდია არიან.

"დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყება შეკრება რუსთაველზე. ჩვენ შევეცდებით არ დავაგვიანოთ და დროზე დავიწყოთ საპროტესტო გამოსვლა. ეს იქნება ჩვენი თანამოაზრეების შეკრება, მოვა ბევრი ადამიანი, გაამხნევებს ერთმანეთს და იტყვის იმას, რაც გვაქვს ჩვენ დღეს სათქმელი, რომ საქართველომ უნდა იაროს ევროპისკენ და არავითარ შემთხვევაში არ გახდეს პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა.