"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას მსვლელობის სახე არ ექნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას მსვლელობის სახე არ ექნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, შეკრების ადგილია რუსთაველის გამზირი , პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია და მხარდამჭერები, როგორ რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან პირდაპირ რუსთაველზე მივლენ.

აქცია, რომლის მთავარი დევიზია - "ევროპული არჩევანი", 16:00 საათზე დაიწყება.