თინა ხიდაშელი -

თინა ხიდაშელი - "ნაციონალები" აქციას მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ვანოს ეგრე უნდა

"ნაციონალები" აქციას მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ვანოს ეგრე უნდა, - ასე აფასებს თინა ხიდაშელი 19 აპრილისთვის დაგეგილ აქციას .

როგორც ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი აქციის მთვარი პრობლემა ის არის, რომ არ იციან, რატომ გამოდიან.

"ხან გვეუბნებიან, აქციაზე იმიტომ გამოვდივართ, დემოკრატია უნდა გადავარჩინოთო, როგორც გოგა ხაჩიძე ამბობს; ხოლო ცოტა უფრო მასზე ჭკვიანი ოპოზიციონრები ამბობენ, რომ არა, არა, იმიტომ გამოვდივართ, ევროპაში რომ გვინდა, ეს ვთქვათო. რომელ კარს ამტვრევენ, ვერ გავიგე. ევროპაში ვის არ უნდა, ასეთ ადამიანებს არ ვიცნობ მე საქართველოში. თუ ჩამოყალიბდებიან, რამე მოთხოვნები ექნებათ კონკრეტული, გასაგები ადამიანებისთვის, შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი და გავიდეს მათთან ერთად, მაგრამ აქციას ისე ატარებენ, რომ ვანოს ეგრე უნდა, რომ რუსთველის გამზირზე ერთხელ მაინც ცხოვრებაში მიტინგზე სიტყვით გამოვიდეს, 20 წელია, მან ეს ვერ მოახერხა", - ამბობს ხიდაშელი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, "ნაციონალებს" თუ სადმე აქვთ აქცია გასამართი, ეს ბრიუსელია.

"ამის ნაცვლად კი, მათი ლიდერი დადის მსოფლიოში და იძახის, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და ბოლშევიზმიაო. რაც უფრო მეტს ილაპარაებს ამაზე, მით უფრო საბოტირებას ახდენს იმ ქვეყნის, რომლის პრეზიდენტიც არის", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თინა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ოპოზიციის ლიდერი, როგორც ლაპარაკობს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და საკუთრი ქვეყნის დისკრედიტაციით არ უნდა იყოს დაკავებული არსად, დედამიწის ზურგზე, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.

ამასთან, თინა ხიდაშელი ხვალინდელ აქციაზე მოქალაქეების განსაკუთრებულ კონცენტრაციას არ ელოდება.