შსს-მ

შსს-მ "ნაციონალების" აქციის მონაწილეთა ავტომანქანებისთვის პარკინგი გამოყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეთა ავტომანქანებისთვის პარკინგი გამოყო .

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 19 აპრილის აქციის მონაწილეთა ავტომანქანების პარკინგისათვის გამოყოფილია: კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიის" შენობის წინა და უკანა სადგომები, ხოლო დასაცავი პირებისა და პარლამენტის წევრებისათვის პარლამენტის შენობის უკანა ავტოსადგომი.

"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 16:00 საათზეა დაგეგმილი. მიტინგის გამო დღეს რამდენიმე ქუჩა და მოედანი გადაიკეტება. 12:00 საათიდან მიტინგის დასრულებამდე სამანქანო მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე, "ვარდების მოედანზე", "თავისუფლების მოედანზე", კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე, ასევე, თაბუკაშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე.