"ნაცმოძრაობა" ხვალ ისეთი პროვოკაციების განხორციელებას შეეცდება, რომლითაც ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იქნება შესაძლებელი"

ექსპერტს კახი კახიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხვალინდელ აქციაზე ისეთი პროვოკაციების განხორციელებას შეეცდება, რომლითაც შს მინსიტრს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ კახიშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში 19 აპრილის აქციის კომენტირებისას განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" მიზანი დღეს ირაკლი ღარიბაშვილის სავარძლის შერყევაა, რადგან ის არის ყველაზე დაახლოებული და ნდობით აღჭურვილი პირი ბიძინა ივანიშვილისთვის. ამასთან, შს მინისტრობა მნიშვნელოვანი თანამდებობაა პოლიტიკურ პროცესებში. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედების სტილიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ისინი შეეცდებიან, ისეთი პროვოკაციების განხორციელებას, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდება ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროდანაა, რომ ამის შემდეგ ისინი საკუთარ კანდიდატურას დანიშნავენ ამ თანამდებობაზე, თუმცა მათთვის უკვე მომგებიანია იქნება, თუ შს მინსიტრის პოსტს სხვა დაიკავებს", - აღნიშნა კახიშვილმა და დასძინა, რომ მსურველი, რომ ღარიბაშვილი შს მინისტრი აღარ იყოს, ბევრი და მათ შორის - კოალიციაში.

აქედან გამომდინარე, ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ 19 აპრილის აქციაზე შს სამინისტრო, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე მოქალაქეების აზრის გამოხატვას და მეორეს მხრივ კი - უსაფრთხოების დაცვას და მოსალოდნელი, თუნდაც დაგეგმილი პროვოკაციების თავიდან აცილებას.