მშობლები შიშობენ, რომ ხვალინდელი აქციის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშლება

მშობლები შიშობენ, რომ ხვალინდელი აქციის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშლება

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეთა მშობლები შიშობენ, რომ ხვალ სასწავლო პროცესი ჩაიშლება. "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მშობელი 

დაუკავშირდა, რომელთა ინფორმაციითაც "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მიმდებარე გზები გადაიკეტება და სკოლებში მისვლა ტრანსპორტის საშუალებით შეუძლებელი გახდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, რუსთაველის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების გადაწყვეტილება სამინისტროს არ მიუღია.

"ინტერპრესნიუსი" თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა და 51-ე საჯარო სკოლასაც დაუკავშირდა. ორივე სკოლაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ შეტყობინება განათლების სამინისტროსგან არ მიუღიათ და შესაბამისად, ხვალ ყველა მასწავლებელი სამუშაო ადგილებზე იქნება.

"ჩვენ ვსწავლობთ; რა თქმა უნდა, მშობელს ვერ ვეტყვით, რომ შვილი აუცილებლად გამოუშვას სკოლაში, მაგრამ ყველა მასწავლებელი დილიდან სკოლაში იქნება. სწავლა არ გადაგვიდია. ჩვენ ორ ცვლაში ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ პირველ ცვლაში ბავშვები მოვლენ, მეორე ცვლაში კი მშობლები სიტუაციას შეხევდავენ", - განაცხადა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა თურქაძემ.