მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს,

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, "19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ზედმეტად ნუ ნერვიულობს"

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, "19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ზედმეტად ნუ ნერვიულობს". ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას განუცხადა.

"ეს ჩვენი მთავრობა რაღაც ზედმეტად ნერვიულობს 19 აპრილზე. მინდა, მათ ვუთხრა: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ნუ ეშინიათ, არაფერი ისეთი არ მოხდება. არ არის საჭირო ყოველდღე რაღაცის გამოქვეყნება, რაღაცის მოგონება, რაღაც განცხადებების კეთება. თავისთავად, ვიღაც ხალხის გამოვა ქუჩაში, პროტესტს გამოხატავს. თუ არ გინდათ, ეს ხალხი ბევრი იყოს, ჩემი რჩევა იქნებოდა მთავრობისადმი, შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები", - აღნიშნა სააკაშვილმა.