მიხეილ სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილმა მეუფე ნიკოლოზი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში ჩავიდა. 

პრეზიდენტი ახლქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში მივიდა, მეუფე ნიკოლოზს ესტუმრა და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველის განსაკუთრებულ ღვაწლზე სამცხე-ჯავახეთში, როგორც სასულიერო კუთხით, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით.

პრეზიდენტის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ რეგიონში და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, იგი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაეჯილდოებინათ.

ამის შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა და მიხეილ სააკაშვილმა საეპარქიო რეზიდენციის ეზოში, ახლად აშენებულ ნაგებობაში გადაინაცვლეს, სადაც ტურინის კვართის ასლი ინახება.