მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩადებულ ინვესტიციებს უცხოეთში ვიზიტებს შედეგად მიიჩნევს

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩადებულ ინვესტიციებს უცხოეთში ვიზიტებს შედეგად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩადებულ ინვესტიციებს უცხოეთში ვიზიტებს შედეგად მიიჩნევს.

ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი მასალების კომენტირებისას განუცხადა.

"მსოფლიოს რომელ ქვეყანაშია, ერთი მაინც მითხრან, სადაც პრეზიდენტი არ დადის ვიზიტებზე, არ დაჰყავს პარლამენტის, მთავრობის წევრები, მათ შორის, ოჯახის წევრებიც, არ იწვევს სტუმრებს, არ ჩამოჰყავს ჟურნალისტები, სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, თავისი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით. ეს რომ არ გვეკეთებინა, აბა, რა გგონიათ, ციდან ჩამოვარდა ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ასობით მილიონი, მილიარდობით დოლარი, რომელიც ჩაიდო მთელი მსოფლიოდან საქართველოში, ყველა კონტინენტზე ჩვენი სიარულით, ვახშმების, სადილების მოწყობით. აბა, საქართველოში, რომ სტუმარი ჩამოვა, მაღალ დონეზე არ უნდა მიიღო?", - აღნიშნა სააკაშვილმა.