გიორგი კანდელაკი – ირინა იმერლიშვილის მეუღლემ 32 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა

გიორგი კანდელაკი – ირინა იმერლიშვილის მეუღლემ 32 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ხელისუფლებაში არსებული ელიტური კორუფციის ფაქტებზე საუბრობს. როგორც დღეს, ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე კანდელაკმა განაცხადა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირინა იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილი 5 აპრილს შპს "ფუდ ლაინ ჯორჯიას" დირექტორად დაინიშნა და სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.

"ტენდერი თავდაცვის სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ეხება. აქ მხოლოდ ერთ ლოტზე, თბილისზეა საუბარი და მისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს კახეთის ლოტზე გამარჯვებული ფირმა ჩამოაშოროს კონტრაქტს. ეს არის ელიტური კორუფციის სერიოზული ნიშნების შემცველი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ", - აღნიშნა კანდელაკმა.