ბათუმში პრეზიდენტისა და მისი სტუმრების კვებითი მომსახურება 39 206 ლარი დაჯდა

ბათუმში პრეზიდენტისა და მისი სტუმრების კვებითი მომსახურება 39 206 ლარი დაჯდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 2012 წლის ზაფხულში, ბათუმში, პრეზიდენტისა და მისი სტუმრების კვებითი მომსახურება 39 206 ლარი და 50 თეთრი დაუჯდა. 

გამოქვეყნებული ინვოისებისა და საგადასახდო ქვითრების მიხედვით ირკვევა, რომ პრეზიდენტის სტუმრებს Labriosh-ი, "პიაცა მენეჯმენტი", "გარდენი", "ვოქსი", "მონტე-კარლო", "მარსელი", "შავი ზღვა", "რეტრო", "ინტურისტი" და "შერატონი" მასპინძლობდა. სწორედ აღნიშნულ დაწესებულებებს გადაუხადა კვებითი მომსახურეობისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურმა ჯამში 39 206 ლარი და 50 თეთრი.

შესაბამისი საგადასახდო დოკუმენტაცია გასული წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოშია გამოწერილი.