სანდრა რულოვსის ამერიკაში ვიზიტისთვის სდსს-ის ბიუჯეტიდან 16618 დოლარზე მეტი დაიხარჯა

სანდრა რულოვსის ამერიკაში ვიზიტისთვის სდსს-ის ბიუჯეტიდან 16618 დოლარზე მეტი დაიხარჯა

საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ამერიკაში ვიზიტისთვის სდსს-ს ბიუჯეტიდან ათასობით დოლარი დაიხარჯა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, პირველი ლედის მხოლოდ სასტუმროს ხარჯებისთვის 16618 დოლარზე მეტი დაიხარჯა, ამას დაერთო კვებასა და სათამაშოებზე, ასევე ფოტოსურათებზე, ავტომანქანის დაქირავებასა და სხვა მომსახურეობაზე გაწეული ხარჯები.

ცნობისთვის, სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გაავრცელა.