იანვარში სდსს-ს ბიუჯეტიდან დუბაიში გაწეული ხარჯების რაოდენობამ 236 093.19 ლარი შეადგინა

იანვარში სდსს-ს ბიუჯეტიდან დუბაიში გაწეული ხარჯების რაოდენობამ 236 093.19 ლარი შეადგინა

2013 წლის იანვარში სდსს-ს ბიუჯეტიდან დუბაიში გაწეული ხარჯების რაოდენობამ 236 093.19 ლარი შეადგინა.  ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გაწეული ხარჯების დასაფარად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ხელი 13 იანვარს მოაწერა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სდსს-ის ბიუჯეტიდან გახარჯული არამიზნობრივი თანხები ძირითადად სტუმრების სასტუმროსა და კვების მომსახურეობაზე დაიხარჯა. ასევე ათასობით ლარი შეადგინა ეკიპაჟის წევრების სასტუმროს მომსახურეობის ხარჯებმა და ავტოტრანსპორტით მომსახურეობამ.

ცნობისთვის, სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გაავრცელა.