კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის, თმარ კორძაიას განცხადება.

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის, თმარ კორძაიას განცხადება.

17 აპრილს, საქართველოს პროკურატურამ ირინა იმერლიშვილს მისივე  სადეპუტატო მოთხოვნის საფუძველზე  გადასცა სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებთნ დაკავშირებით    მრავალტომიანი  მასალები , რომელმაც,  ბოლოს და ბოლოს ნათელი მოჰფინა ნაციონალური მოძრაობის ისტერიკას, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები და პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, რამაც გამოიწვია გრიფით საიდუმლო მუხლებისთვის გრიფის მოხსნა. ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია შოკისმომგვრელი ინფორმაცია იმ საიდუმლო ხარჯების შესახებ, რაში იხარჯებოდა დაცვის სამსახურისთვის გამოყოფილი თანხები.

პროკურატურის ინფორმაციამ დიდი უხერხულობა უნდა შეუქმნას იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთა სამაჯურებზე, კაზინოებში გართობასა თუ სარელაქსაციო პროცედურებზე იხარჯებოდა საქართველოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების  რეალურად იდგნენ უმუშევრობის, შიმშლის და აბსოლუტური უსახსრობის წინაშე.

ზემოჩამოთვლილი ხარჯები უნდა გაწეულიყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და არა კონკრეტული სახელისუფლო ჩინების ფუფუნებისთვის.

მე ყოველ დღე ვუყურებ, თუ რა გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება ნაძალადევის მოსახლეობას. ამ ფონზე განსაკუთრებით ძნელად აღსაქმელია ყოველივე ის რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ეს უკვე ცდება კანონის ფარგლებს. აქ უკვე მთავარი ზნეობა და მორალია.

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ყოველი ფაქტი აუცილებლად უნდა შეისწავლოს პროკურატურამ, რომელიც სამართლებრივად გასცემს პასუხს ვინ და რა დოზითაა დამნაშავე ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს უნდა აეხადოს ფარდა, რათა ,,დაჩაგრულის მანტიის“ მოსხმა ვეღარ შეძლონ დამნაშავეებმა. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ იმის უფლება, გაიგონ, თუ რატომ ცხოვრობდნენ ასეთ უკიდურეს სიღატაკეში წლების განმავლობაში.