პრეზიდენტის დავალებით, სდსს-ის ბიუჯეტიდან თინათინ ბოკუჩავასთვის ძვირადღირებული ტელეფონი იქნა შეძენილი

პრეზიდენტის დავალებით, სდსს-ის ბიუჯეტიდან თინათინ ბოკუჩავასთვის ძვირადღირებული ტელეფონი იქნა შეძენილი

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სდსს-ის ბიუჯეტიდან დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასთვის ძვირადღირებული ტელეფონი იქნა შეძენილი.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ბოკუჩავას "iPhone 4s" უყიდეს. ამავე დოკუმენტის თანახმად, შენაძენი 2012 წლის 10 იანვარს განხორციელდა.

ცნობისთვის, სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გაავრცელა.