ნიკოლოზ სააკაშვილის სკოლაში შესვლაზე სდსს-ის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი დაიხარჯა

ნიკოლოზ სააკაშვილის სკოლაში შესვლაზე სდსს-ის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი დაიხარჯა

პრეზიდენტის ვაჟიშვილის ნიკოლოზ სააკაშვილის სკოლაში შესვლაზე სდსს-ის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი დაიხარჯა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გაწეული ხარჯების დასაფარად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა თანხა 2011 წლის 11 ნოემბერი გადაიხადა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ვინმე გიორგი ლაგურაშვილმა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში აღნიშნული თანხა ქვეყნის პირველი პირის უმცროსი ვაჟის სწავლისთვის გადარიცხა.

ცნობისთვის, სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გაავრცელა.