ედუარდ სააკაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სწავლისთვის 14 ათასი ლარი ჩაურიცხა

ედუარდ სააკაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სწავლისთვის 14 ათასი ლარი ჩაურიცხა

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა საკუთარი ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ვაჟის ედუარდ სააკაშვილის სწავლაც დააფინანსა. 

როგორც დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას 2010-2011 სასწავლო წელს, ედუარდ სააკაშვილის სწავლის გადასახადის სახით 14 ათასი ლარი ჩაერიცხა.

აღნიშნული დოკუმენტაციის განსაჯაროების ინიციატორი, დეპუტატი ირინა იმერლიშვილი განმარტავს, რომ ყველა ასეთი არამიზნობრივი ხარჯი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას აქამდე გრიფი "საიდუმლო" ედო.