თემურ იაკობაშვილი გერმანიის

თემურ იაკობაშვილი გერმანიის "მარშალის ფონდის" მკვლევარი იქნება

თემურ იაკობაშვილი გერმანიის "მარშალის ფონდის" მკვლევარად გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ფონდის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. 

"ჟოაო მარკეშ დე ალმეიდა, ჯიმი შეა, თემურ იაკობაშვილი და ოლგა გერასიმოვა თავიანთ ცოდნას, გამოცდილებასა და კვალიფიკაციას გერმანიის "მარშალ ფონდს" შეძენენ. მათი შემატება გააძლიერებს ჩვენს მუშაობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ურბანულ საკითხებში", - აღნიშნა ფონდის პრეზიდენტმა, ქრეიგ კენედიმ.

კერძოდ, როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, თემურ იაკობაშვილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის უფროსი მკვლევარი იქნება ტრანსატლანტიკურ საკითხებში.