გოგა ხაჩიძე - საქართველოს ერთადერთი რამ დარჩა - კავკასიონის ქედზე აღმართოს რუსეთისკენ დროშა წარწერით -

გოგა ხაჩიძე - საქართველოს ერთადერთი რამ დარჩა - კავკასიონის ქედზე აღმართოს რუსეთისკენ დროშა წარწერით -

ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ "საქართველოს ერთადერთი რამ დარჩა - კავკასიონის ქედზე აღმართოს რუსეთისკენ მიმართული დროშა წარწერით - "მიყვარხარ".
რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თემას დღეს პარლამენტის სხდომაზე გოგა ხაჩიძეც გამოეხმაურა და უმრავლესობას მიმართა კითხვით - "ამ პროცესის მიზანი ხომ არ არის იმის ყვირილი, რომ ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთ?".

"გამოძიების დაწყებას აქვს წმინდა პოლიტიკური მიზანი. მან უნდა დაადგინოს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე ამ ომის დაწყებაში და საქართველომ დაიწყო ომი. ოკუპაციის კანონს ვუტევთ! აღლუმს არ ვატარებთ! მეტი რიღათი უნდა მოვაწონოთ რუსეთს თავი?" - მიმართა უმრავლესობას გოგა ხაჩიძემ.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებამ დაკითხოს პირადად ისიც, როგორც ომის - საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ასევე მონაწილე ეკოციდისა, რომელიც რუსეთმა ბორჯომის ხეობაში განახორციელა.