პაატა იმნაძე ვირუსების ხელოვნურად გავრცელების შესაძლებლობას სისულელეს უწოდებს

პაატა იმნაძე ვირუსების ხელოვნურად გავრცელების შესაძლებლობას სისულელეს უწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ვირუსების ხელოვნურად გავრცელების შესაძლებლობის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩევლის, ჯეფრი სივერმანის განცხადებას "სისულელეს" უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იმნაძემ განუცხადა, ლაბორატორია, რომელზეც სილვერმანი საუბრობს, საერთოდ არ ფუნქციონირებს.

"რამდენი სულელი რაღაცას იტყვის, შეიძლება მისი კომენტირტება? ეს არის სისულელე. ჯერ ერთი, ის ლაბორატორია არ ფუნქციონირებს და როგორ შეიძლება არაფუნქციონირებად ლაბორატორიაში რამე კეთდებოდეს? მეორე, ამ ქვეყანაში ასეთ საკითხებზე მუშაობს დაავადებათა ეროვნული ცენტრი და ყველა ლაბორატორია საერთაშორისო კონტროლის ქვეშაა. ჩემთვის მის ტიტულს მნიშვნელობა არ აქვს, ის არის აბსოლუტურად გაურკვეველი და სისულელეების მთქმელი ადამიანი", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი, ჯეფრი სილვერმანი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თბილისსის აეროპორტის გვერდით მდებარე ლაბორატორიაში ბაქტერიებს ამზადებდნენ და საქართველოში მას ხელოვნურად ავრცელებდნენ.

"ის სააკაშვილმა 2007 წელს შექმნა ამერიკელების დახმარებით და მის ხელმძღვანელად საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი შეფი ანა ჟვანია დანიშნა (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია CPHRL თბილისში რამდენიმე წლის წინ გაიხსნა). იქ ხდებოდა ბიოლოგიური იარაღების კომპონენტების კვლევა, რაც ამერიკის ტერიტორიაზე აკრძალულია. რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ მოხდა, საქართველო საერთოდ წაილეკება. თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ჯილეხის, ციმბირის წყლულის, წითელას, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენ. არ არის გამორიცხული, რომ ამ ვირუსების ხელოვნური გავრცელებაც ხდებოდეს, მაგალითად, წითელასი, რომელიც დღეს ქვეყანაში სერიოზულ პრობლემაც იქცა. ასეთივე ლაბორატორია ქობულეთში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით გაიხსნა. მცირე ბიოლოგიური ლაბორატორიაა ქუთაისშიც", - აცხადებს ჯეფრი სილვერმანი.