სააკაშვილმა მარიამ საჯაიას 3500 ლარიანი სამაჯური აჩუქა

სააკაშვილმა მარიამ საჯაიას 3500 ლარიანი სამაჯური აჩუქა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა 21 წლის დეპუტატს, მარიამ საჯაიას 3500 ლარიანი სამაჯური აჩუქა.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, ქვეყნის პირველმა პირმა ერთ-ერთი დეპუტატისთვის 3500 ლარიანი სამაჯური შეიძინა.

სხდომაზე, ირინე იმელიშვილს იმ დეპუტატის ვინაობა არ დაუსახელებია, რომელმაც ეს ძვირადღირებული ნივთი მიიღო, თუმცა, ამის გარკვევა for.ge-მ სცადა.

როგორც პოლიტიკური კულუარებში განგვიცხადეს, 3500 ლარიანი სამაჯური საჩუქრად მარიამ საჯაიამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ირინე იმერლიშვილმა დღეს იმ თანხების შესახებ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელსაც პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯავდა.

აღნიშნულ ინფორმაციას  for.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.