მიხეილ სააკაშვილი - ველოსიპედით უბრალოდ ორმოში ჩავვარდი

მიხეილ სააკაშვილი - ველოსიპედით უბრალოდ ორმოში ჩავვარდი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას თურქეთში ავტოავარია არ მოსვლია. როგორც პრეზიდენტმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, მან დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც ველოსიპედით გადაადგილებისას ორმოში ჩავარდა.

"არაფერი არ მოხდა. მაქვს დადებული ბევრი ნაკერი. არავითარი სატვირთო მანქანა, არანაირი ავარია არ ყოფილა. ჩვეულებრივად, სოფლის შარაგზებზე გამოვედი ჩემი ველოსიპედით და უბრალოდ ორმოში ჩავარდი. ჩემი ველოსიპედი 35-50 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. კიდევ კარგი, მეკეთა კარგი შლემი და მან დამიცვა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ველოსიპედზე არ სხედან ჩამორჩენილი ქვეყნის ლიდერები მხოლოდ. "ვიღაცა იტყვის, რომ თავი მოგვჭრა, ველოსიპედზე იჯდაო. ჯორჯ ბუშთან ერთად მივლია ველოსიპედით ამერიკაში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც ზუსტად იგივე ვითარებაში მოიტეხა ფეხი. ასე რომ, მსოფლიოს ბევრი ლიდერი ამ ტრანსპორტით სარგებლობს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.