იშხნის სამონასტრო კომპლექსში პირველ ოფიციალური სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება

იშხნის სამონასტრო კომპლექსში პირველ ოფიციალური სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება

იშხნის სამონასტრო კომპლექსში ქართველი და თურქი სპეციალისტების მონაწილეობით პირველ ოფიციალური სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტროდან აცნობეს, ქართველ სპეციალისტთა დარგობრივი ჯგუფი და თურქი სპეციალისტები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში იშხნის აღდგენისა და გადარჩენის მიზნით ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და ძეგლის გადარჩენაზე ერთობლივად იმსჯელებენ.

ქართველი და თურქი სპეციალისტების შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს გენერალური დირექტორის, მერაბ ბოჭოიძის ანკარაში საგანგებო ოფიციალური ვიზიტის შედეგად დაიგეგმა.