აშშ საქართველოს წითელას ვაქცინას ჩუქნის

აშშ საქართველოს წითელას ვაქცინას ჩუქნის

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს წითელას ვაქცინას ჩუქნის.

როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, "საქართველოში წითელას მომრავლებულ შემთხვევებთან გასამკლავებლად, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი 75 000 ერთეული ვაქცინის შესაძენ თანხას გამოყოფს".

შემოწირულობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნის საპასუხოდ ხორციელდება, რათა საქართველომ წითელას გავრცელება თავიდან აიცილოს.

წელს საქართველოში წითელას 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც 2012 წელს ავადმყოფობის მხოლოდ 32 შემთხვევა იყო აღრიცხული. 179 პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეს. ორი ავადმყოფი, მათ შორის 11 თვის გოგონა გარდაიცვალა.

ვაქცინების შეძენას გაერო-ს ბავშვთა ფონდი უხელმძღვანელებს. ვაქცინების განაწილებაზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი იზრუნებს.