ბიძინა ივანიშვილი ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომელსაც UNDP საქართველოში ახორციელებს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც. შეხვედრას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილიც დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გავრცელდა.