ბიძინა ივანიშვილმა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები მიიღო

ბიძინა ივანიშვილმა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ევრობანკის დირექტორთა საბჭოს წევრები მემდუჰ აკაი, ენრიკე ბალი, კლარა კროლი, ჯორჯო ლესელი, ვასილი ლელაკისი, იან მაასი, ჯონათან ოკენდენი, ეოინ რაიანი, იოაკიმ შვარცერი და არტიომ შევალიოვი, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციეს წევრთა შეხვედრები მეწარმეებთან, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბანკებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებთან პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრში გაიმართა.