შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა

შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვნენ საქველმოქმედო აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“.

11 აპრილს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკში“ შსს–ს საპატრულო პოლიციის 50–მდე თანამშრომელმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ჩააბარეს.

აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტი შემცირდეს. აქცია პერმანენტულ ხასიათის მიიღებს და საპატრულო პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ყოველ კვირას ჩააბარებენ სისხლს.

დღესვე, აქციის პარალელურად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „მშობელთა სახლში“ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს და მათ საჩუქრები გადასცეს.