საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პოლონეთის სენატის და სეიმის თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პოლონეთის სენატის და სეიმის თავმჯდომარეებს შეხვდა

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საპარლამენტო დელეგაცია პოლონეთის სენატის და სეიმის თავმჯდომარეებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავის პოლონელ კოლეგებთან საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების გაღრმავების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრების დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ვიზიტის მნიშვნელობასა და დღეს გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელთან სასიამოვნო და სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომლის დროს კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური იმისა, რომ პოლონეთი რჩება საქართველოს მეგობრად და მომავალი თანამშრომლობა პარლამენტების, სპიკერების და კომიტეტების დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად ყოველდღიური გახდეს. იმისათვის, რომ გვქონდეს შეჯერებული პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრი ვისწავლოთ გაცილებით მეტი ტრადიციების და დემოკრატიული გამოცდილების მქონე ქვეყნიდან, ამისათვის საჭიროა სხვადასხვა დონეზე კონტაქტების კიდევ უფრო დაახლოება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტისას ქართული დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის მარშალს ევა კოპაჩს შეხვდა.
პოლონეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდება.