მომავალი კვირიდან თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები იწყება

მომავალი კვირიდან თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები იწყება

მომავალი კვირიდან თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები იწყება. პარლამენტს შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ორნამენტი" გაარემონტებს , რომელმაც სატენდერო პირობების გათვალისწინებით, სამუშაოები რემონტის დაწყებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, შპს "ორნამენტთან" დამატებითი რეგულაციებისთვის დასაზუსტებელია რამდენიმე საკითხი, რაც 12 აპრილამდე მოხდება და ორშაბათიდან რემონტიც დაიწყება.

ზვიად ძიძიგურის ცნობით, ახლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე და პარლამენტის c - კორპუსის საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებზე.

გასულ კვირას გამოცხადდა ტენდერი დარბაზების რეკონსტრუქციის საკითხზე. პარლამენტის სასესიო დარბაზის, პირველი რესპუბლიკის სახელობის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზებისა და კინოდარბაზის რეკონსტრუქციისათვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.