ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური ტელევიზიების და გაზეთების მთავარ რედაქტორებს შეხვდება .

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც 11.00 საათზე დაიწყება, ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციაში გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.