თამარ კორძაიამ “ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონულ საარჩევნო შტაბს უნდობლობა გამოუცხადა

თამარ კორძაიამ “ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონულ საარჩევნო შტაბს უნდობლობა გამოუცხადა

„პრაიმერს“ ინფორმირებულმა წყარომ (იგი ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა, მაგრამ ვინაობის გამხელა არ ისურვა) აცნობა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის საარჩევნო ოლქში თამარ კორძაიამ, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო პროცესში ჩართულ მთელ პარტიულ აქტივს, შტაბის ხელმძღვანელ ჭელიძესთან ერთად, უნდობლობა გამოუცხდა.

-„ქ-ნი თამარი „ქართული ოცნების“ არარესპუბლიკელ აქტივისტებზე განაწყენებულია. იგი თვლის, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და მმართველი კოალიციის კანდიდატზე მუშაობის ნაცვლად, მის კონკურენტებს ეხმარებიან. კორძაია კატეგორიულად სვამს საკითხს და მთელი საარჩევნო შტაბის გადახალისებას მოითხოვს“- აღნიშნა წყარომ.

„პრაიმერმა“ ეს ინფორმაცია სხვა არხებითაც გადაამოწმა და იგივე დაგვიდასტურეს. დამატებით შევიტყვეთ, რომ ნაძალადევის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებმა ამის თაობაზე საქმის კურსში ქვედა რგოლის აქტივისტებიც ჩააყენეს და უთხრეს, რომ კორძაიას მხრივ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რასაც დიდმა უმრავლესობამ თანხმობა გამოუცხადა ხელმძღვანელობასთან ერთად საარჩევნო შტაბი დატოვა.