ცენტრ-პოინტისა და დექსუსის მიერ დაზარალებულები არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

ცენტრ-პოინტისა და დექსუსის მიერ დაზარალებულები არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

10 აპრილს, 13 საათზე გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში) გაიმართება ცენტრ-პოინტისა და დექსუსის მიერ დაზარალებულთა მჯდომარე აქცია გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით. ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება არჩილ კბილაშვილის გადადგომაც.

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართული ცენტრ-პოინტისა და დექსუსის მიერ დაზარალებულთა 10 აპრილის მჯდომარე აქციის მოთხოვნები:

გენერალური პროკურატურა ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. გამოძიება ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალიან ნელა. არ მოხდა შესაბამისი საგამოძიებო ჯგუფის გაძლიერება, რათა გამოძიება დასრულდეს გონივრულ ვადებში;

ამასთან, ჩვენი რწმენით, მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, არ გამოიკვეთოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დანაშაულებრივი მონაწილეობა „ცენტრ-პოინტის“ საქმეში, რაც გარედან თავსმოხვეული ე.წ. „კოჰაბიტაციის“  პროცესს ხელს შეუშლის.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორისაგან, არჩილ კბილაშვილისაგან მოვითხოვთ ან გადადგეს, ან შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:

დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალები, რომლებიც შეეხება ცენტრ პოინტის და დექსუსის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს;

მოვითხოვთ საგამოძიებო ჯგუფის სასწრაფო გაძლიერებას, მეტი რესურსების ჩართვას და გამოძიების დაჩქარებას;

ვინაიდან არსებული სისხლის სამართლის საქმე მოცულობითია, ამდენად უკვე არსებული ეპიზოდების მიხედვით გამოკვეთილ ჩადენილ დანაშაულებებზე  პასუხისგებაში მიეცენ დამნაშავე პირები;

ცენტრ-პოინტისა და დექსუსის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოვითხოვთ სააკაშვილისა და უგულავას დაკითხვას;

კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს კომპანია „დექსუსის“ დანაშაულებრივი საქმიანობის იგნორირება. როგორც მინიმუმ, ამ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის, ივანე ცაგურიას წინააღმდეგ შესაძლებელია სისხლის-სამართლებლივი დევნის დაწყება. ვითხოვთ „დექსუსის“ დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიების სასწრაფო დაწყებას. ამ ე.წ კომპანიის საქმიანობით დაზარალებულთა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. „დექსუსმა“ მიითვისა ჩვენთვის განკუთვნილი ფართების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხელფასებისა და ბონუსების სახით თავსი თანამშრომლებზე დახარჯა ასეულობით ათასი დოლარის თანხა. ის დღესაც კანონდარღვევით აყადაღებს ფართებს, რითაც ხელი გვეშლება ქონების დარეგისტრირების საქმეში;

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს ბრალდებულთა და მათთან დაკავშირებულ პირთა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის საჩქარო დადება და წილებზე წარმოშვას გირავნობები.

ტელ:   5 99 917987  (თემურ ფიფია, დმა თავმჯდომარე)