მიხეილ სააკაშვილი თურქული მედიცინის დონით გაოგნებულია

მიხეილ სააკაშვილი თურქული მედიცინის დონით გაოგნებულია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქული მედიცინის დონით გაოგნებულია. ამის შესახებ პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან აბდულა გიულისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ბოლო დღეებში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მაგრად და სწრაფად ვითარდება თურქეთის რესპუბლიკა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მომიხდა ორი დღის გატარება თურქულ ჰოსპიტალში. მინდა ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ მომზადებისა და თურქული მედიცინეს დონით. ყველაფერი შეიქმნა ბოლო წლებში და არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო. მაგრები რომ არიან, ისიც ადასტურებს, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, აგერ თქვენს წინაშე ვდგავარ, იმიტომ რომ არ შემეძლო არ მოვსულიყავი ამ ოფისში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ გვქონდა 2-საათიანი შეხვედრა-სადილი თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან, ჩვენ ძველ მეგობართან, საქართველოს დიდ მოამაგესთან. შაბათს გვქონდა ძალიან თბილი და ხანგრძლივი შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ ტაეფ ერდოღანთან, რომელიც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული, ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, არამედ მე ვფიქრობ, ბოლო ათ წლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თურქი ლიდერი",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.