პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, კანონპროექტი ერთი მხრივ მიზნად ისახავს პრევენციას, რომ ახალი დანაშაულები არ ჩაიდინონ და მთავარი საკითხი არის კომპენსაცია, რომელიც უნდა მიიღოს დაზარალებულმა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით უკვე გათვალისწინებულია აღნიშნული საკითხი, ეს დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან. შემოთავაზებული ცვლილებებით სისხლის სამართლის განხილვის სტადიაზევე, სასამართლო განაჩენშივე იქნება განსაზღვრული იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც უნდა ჩამოერთვას ქონება და დაზარალებულთა ვინაობებიც პირდაპირ იქნება მითითებული, თუ ვის სასარგებლოდაც უნდა მოხდეს ამ ქონებების ჩამორთმევა“,- განაცხადა გორდულაძემ.