არჩილ გეგეშიძე აშშ-ის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 15 აპრილს გადასცემს

არჩილ გეგეშიძე აშშ-ის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 15 აპრილს გადასცემს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი არჩილ გეგეშიძე ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას რწმუნებათა სიგელებს 15 აპრილს გადასცემს. 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბისთან შეხვედრის შემდგე განუცხადა.

მაია ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის აქტუალურია.

"სიახლე კი არის ის, რომ 15 აპრილს არჩილ გეგეშიძე რწმუნებათა სიგელებს გადასცემს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას. ამ მოვლენის ასე სწრაფად ორგანიზებაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და პირადად ერიკ რუბინი. ერთ-ერთი თემა, რომელიც დღეს გავიხილეთ იყო ეს საკითხი", – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, ამ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძეც.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ყველა აქტუალური საკითხი, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე, სადაც ერიკ რუბინი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი არის.

"ვისაუბრეთ, როგორ ჩატარდა წინა რაუნდი და ვისაუბრეთ იმაზეც, როგორ უნდა ჩატარდეს მომდევნო რაუნდი", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.