მაია ფანჯიკიძე:  ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი სავარაუდოდ წელს განხორციელდება

მაია ფანჯიკიძე: ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტი სავარაუდოდ წელს განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, წელს განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს იგეგმება.

"იგი სავარაუდოდ, წელს განხორციელდება, მაგრამ თარიღს დაზუსტებით ვერ ვიტყვი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.