ბიძინა ივანიშვილი კარლ შვარცენბერგს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი კარლ შვარცენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგს შეხვდა.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული 20-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები დასახეს.

კარლ შვარცენბერგი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ეწვია.