გიგა ბოკერია:

გიგა ბოკერია: "წულუკიანისგან მოვისმინეთ მორიგი, ოღონდ ამჯერად მსხვილი კალიბრის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები"

უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას პოლიტიკურ ბოდვას უწოდებს.

ამის შესახებ ბოკერიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკინის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მინისტრმა აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

"ჩვენ მოვისმინეთ მორიგი, ოღონდ ამჯერად მსხვილი კალიბრის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ხაზს ვუსვამ, არა - პარტიის, არამედ ქვეყნის ნაციონალური ინტერესების საპირისპირო განცხადებები მინისტრ წულუკიანისგან, იგივე ვრცელდება ბარათებთან დაკავშირებით, ეს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებაა. ერთადერთი შეფასება, რაც პირადად მე, ამ მინისტრის გამონათქვამების შეფასებისას მომდის, ისაა, რომ ეს არის პოლიტიკური ბოდვა. სხვა შეფასება სამწუხაროდ, არ არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ.