მიხეილ სააკაშვილი - მარგარეტ ტეტჩერმა დიდ ბრიტანეთს ახალი სიცოცხლე შთაბერა

მიხეილ სააკაშვილი - მარგარეტ ტეტჩერმა დიდ ბრიტანეთს ახალი სიცოცხლე შთაბერა

მე მარგარეტ ტეტჩერს რამდენჯერმე შევხვდი ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა მისი პიროვნებით მანამდეც, ბავშვობიდან ვიყავი მოხიბლული,- ასეთი განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალების გამო.

ის ნონკონფორმიზმის და თავისი შეხედულებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე განსახიერებაა ისტორიაში. დიდ ბრიტანეთს მან ახალი სიცოცხლე შთაბერა, სწორედ იმით, რომ არ შეეგუა დამარცხებას და კონფორმიზმის სტერეოტიპებს, არ წამოეგო პოპულისტურ ცდუნებებს და, პრაქტიკულად, ახალი მენტალიტეტი ჩამოაყალიბა თავის ქვეყანასა და ევროპაში. არასოდეს დამავიწყდება, თუ რა მითხრა მან ჩვენ ბოლო შეხვედრაზე, ლონდონის სასტუმრო "რიცში": "თქვენ საქართველოში აკეთებთ ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც მე ბრიტანეთში მინდოდა და ბოლომდე ვერ მივიყვანე".

რა თქმა უნდა, ვიტოვებ იმედს, "ბოლომდე ვერ მივიყვანე" - ფრაზა, რომელიც ტეტჩერმა საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოთქვა, არასოდეს გვექნება გამოსაყენებელი საქართველოს მისამართით",-წერს "ფეისბუქში" საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სტამბულში მხრის სამმაგამი მოტეხილების გამო ოპერაცია გაუკეთდა. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავადა.

რაც შეეხება Mმარგარეტ ტეტჩერს, იგი 87 წლის ასაკაში გუშინ გარდაიცვალა.