თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება .

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პრემიერი-მინისტრი, დეპუტატები და პირველი მოწვევის პარლამენტის წევრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მანამდე პარლამენტის წევრები 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

ღონისძიება 15.00 საათისთვის არის დაგეგმილი.

ამასთან, პოლონეთში ვიზიტის გამო ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.