ნინოწმინდის საბაჟოზე დაავადებული სათესლე კარტოფილით სავსე კონტეინერი დააკავეს

ნინოწმინდის საბაჟოზე დაავადებული სათესლე კარტოფილით სავსე კონტეინერი დააკავეს

ნინოწმინდის საბაჟოზე დაავადებული სათესლე კარტოფილით სავსე კონტეინერი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დაავადებული კარტოფილი, რომელიც საერთო ჯამში 39 000 კილოგრამს შეადგენდა, საქართველოში სომხეთიდან შემოიტანეს.

"ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს ფიტოსანიტარმა სპეციალისტებმა ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის ღალსტონია სოლანაცეარუმ – მურასიდამპლის არსებობაზე აიღეს. საკარანტინო ობიექტის იდენტიფიცირებისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნიმუშში საკარანტინო მიკროორგანიზმი ღალსტონია სოლანაცეარუმ – მურასიდამპლის არსებობა დადასტურდა", - აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა.