რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ “The Telegraph” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ინგლისში გამომავალმა ჟურნალმა “Record Collector”-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში გამოცემულ ალბომებს შორის ყველაზე ძვირფასი და რარიტეტული გარეკანის მქონე ათი დისკის ჩამონათვალი.
ამ სიაში ლეგენდარული ჯგუფი ”The Beatles”-ის ხუთი სტუდიური ნამუშევარი აღმოჩნდა.
პირველი ადგილი ალბომი “Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band”-ის ორიგინალურმა ყდამ დაიკავა. ის 1967 წელს მხოლოდ 100 ცალად გამოიცა. ამ კონვერტის გარეკანზე მუსიკოსების სახეები შეცვლილია ხმის ჩამწერი სტუდია “Capitol Records”-ის თანამშრომლების პორტრეტებით. ამ ალბომის ფასი ამჟამად 70 ათასი ფუნტი სტერლინგია.
მეორე პოზიციაზე “The Beatles”-ის კიდევ ერთი ჩანაწერი “თეთრი ალბომი” აღმოჩნდა. ის 1968 წელს გამოვიდა თანდართული კონვერტებით, რომლებიც პირველიდან მეათე ნომრებამდე იყო დამომრილი.
ათეულში ლივერპულური ჯგუფის კიდევ სამი ალბომის ყდა შევიდა. ესენია “Introducing The Beatles” (4-ე ადგილი), “Yesterday And Today” (8-ე ადგილი) და “The Beatles & Frank Ifield On Stage” (5-ე ადგილი).
მესამე პოზიცია ერგო გარეკანს, რომელიც ცნობილმა დიზაინერმა ენდი უორჰოლმა წინა საუკუნის 50-იან წლებში შექმნა. ეს გახლავთ მარგარეტ მადრიგალის ესპანური ენის სახელმძღვანელო “Magic Key To Spanish”.