თეა წულუკიანი:  ქონებრივი ხასიათის დავებზე პროკურორთა 12-კაციანი ჯგუფი იმსჯელებს

თეა წულუკიანი: ქონებრივი ხასიათის დავებზე პროკურორთა 12-კაციანი ჯგუფი იმსჯელებს

ქონებრივი ხასიათის დავებზე მთავარ პროკურატურაში შექმნილი პროკურორთა 12-კაციანი ჯგუფი იმსჯელებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა , ეს ეხება იმ საქმეებს, რომლებშიც სასამართლო არ ჩარეულა. 

"ისინი სწავლობენ საქმეებს, რომლებზეც ადამიანები ჩივიან და ამბობენ, რომ ისინი პროკურორმა დაიბარა და ქონების დათმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. მეც შევხვდი არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის ორგანიზაციას - "დააბრუნე". მისგან ველოდები ქონებების იმ ნუსხას, რომელიც მათ წევრებს ჩამოერთვათ, რის შემდეგაც სათანადო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პრიობებში არ არსებობდა ერთი ჩამოყალიბებული მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ქონების ჩამორთმევა, ამიტომ ამ მექანიზმების შესწავლა დროს მოითხოვს.

"ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ სამართლიანობა ციდან არ ვარდება. საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 9 წელი ტოტალური ტერორის და უსამართლობის პირობებში გამოვიარეთ. ამ შედეგების შეკეთება და გასწორება მოითხოვს დროს, რესურსს და სტრატეგიულ ხედვას", - განაცხადა წულუკიანმა.