ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, წერილს ავრცელებს, რომელშიც ის „დიპ სტეიტის“ მიერ შემუშავებულ ქვეყნების დაპყრობის ახალ მეთოდზე საუბრობს.
ამასთან, შათირიშვილი განმარტავს, რომ „დიპ სტეიტს“ საკუთარი გეგმების შესრულებაში აგენტ პოლიტიკოსთა ჯგუფის გარდა, „სასარგებლო იდიოტებისგან“ შემდგარი მასა ეხმარება, რომლის ნათელ მაგალითსაც რუსთაველზე მდგარი ადამიანები წარმოადგენენ
„დიპ სტეიტს“ სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც ჩვენ აგენტურას სრულიად დამსახურებულად ვუწოდებთ. თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც „სასარგებლო იდიოტებისგან" შედგება. დღეს, რუსთაველზე მდგარი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინონ, ამის ნათელი მაგალითია. საბედნიეროდ - სასარგებლო იდიოტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქართველი ხალხის სიბრძნესთან, თუმცა, ასევე აღსანიშნავია ხელისუფლების მუდმივი მუშაობა, აქტიურობა, რათა საზოგადოება ფხიზლად იყოს, ეს პროცესი კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.